Friday, March 26, 2010

ცხოვრება გამოცდა(ა)(ო)



. . . გამოცდაა თუ რაცაა ჩემდა დაუკითხავად მოხდა ყველაფერი, საგამოცდო ბილეთიც კი თავად დამიდეს მე არ ამიღია – ვზივარ ამ გამოცდაზე და ვფიქრობ . . .

პირველივე კითხვა იმდენად რთული აღმოჩნდა თან არც სავარაუდო პასუხებია, ვაცეცებ თვალებს აქეთ იქით და მხოლოდ მზერათა დროებით შემოფეთებას ვხვდები. ნაცნობი სახეებიც მხვდებიან ბედნიერი ღიმილით ნამუშევარი ჩაუბარებიათ და წარმატების კარიბჭისკენ მიაბიჭებენ, ნუ მათი მიმართულება და გაცრეცილი მანიშნებლები ერთმანეთს ემთხვევა, თუმცა ნიშნულზე "წარმატების კარიბჭე" ძლივს იკითხება ეს ორი სიტყვა და მის ქვეშ კიდევ რაღაც წერია აშკარად თუმცა არ ჩანს და არც არავინ ცდილობს ამოიკითხოს.

კომისის წევრებს ვერ ვხედავ კარგად ძალიან შორს ვზივარ (მხედველობა კი მაქვს კარგი) ერთი ორჯერ ფეხსალაგში გასვლა ვითხოვე იმ იმედით რომ იქ პატარა სარკმლიდან გავიპარებოდი მაგრამ არ დამიკმაყოფილეს თხოვნა.

სამუშაო ფურცელზე ფიქრის დასახმარებლად რაღაცეების ჯღაბნა დავაპირე , ჰმმმმ – კალამიც კი არ ვარგა. მეთვალყუერსთან შუამდგომლობას ვითხოვ თუმცა ზედაც არავინ მიყურებს, არადა კალმის გარეშე პასუხი რომ ვიპოვო მაინც რას გავაწყობ?

შორეული მაგიდებიდან ცოდნის თხევის ხმა ისმის, მეც შევყურებ მათ საცოდავი თალებით იქნებ ერთ კითვაზე პასუხი მაინც მიკარნახონ, მცდელობები არის რომ რაღაც მითხრან მაგრამ აშკარად არ მესმის, რაცგავიგე დაცინვა არმოჩნდა: "თუ არ შეგეძლო და არ იყავი მზად რას მოეთრეოდიო".

უიი კალამი გამიტყდა, ახლა კი ნამდვილად გადამეწურა ყველა იმედი .

. . . . . .

.
.
.

.
.
.
.


ძირს სარკის ნატეხი გდია, ავიღე რა მექნა თავი ხომ უნდა გავირთო, ჩავიხედე და ანარეკლიც არ ჩასნ ჩემი, ეტყობა დახურულმა სივრცემ გამაუფერულა და სარკეშიც აღარ ვჩანვარ.

მოვიფიქრე, სარკის ნატეხით თითი გავიჭერი, და ახლა სისხლით ვწერ განცხადებას კომისიის თავჯდომარის სახელზე:


ცხოვრბა გამოცდააოს
გამომცდელი კომისიის თავმჯდომარეს
თავად სამყაროს,
ცხოვრებიტურიენტის ი.გვაჯაიას



გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოგახსენებთ რომ, მიმდინარე ეპოქის 1981 წელს 10 ივლისს მოვედი გამოცდაზე თუმცა არ მახსოვს რა და როგორ, მინდა გაცნობოთ რომ ჩემს შემთხვევაში ირღვევა ყველა ჩემი უფლება – საგამოცდო ბილეთი დამახვედრეს მაგიდაზე. კალამი არ წერს. შუამდგომლობას არავინ მიკმაყოფილებს – აქვე მინდა გითხრათ რომ არც მზად ვარ გამოცდისათვის.
გთხოვთ თქვენს ნებართვას გამათავისუფლოთ ამ გამოცდიდან და გამიშვათ. პირობას ვდებ როგორც კი მოვემზადები მოვალ თუმცა ვიტოვებ უფლებას აღარ დავბრუნდე.

პატივისცემით
ი.გვაჯაია
02/11/2009
 


Design by: Pocket, Karjat Resorts