იცი როგორ და რატომ, არ იცი სად და როდის. იცი სად და როდის და არც გაინტერესებს როგორ და რატომ.
სიტყვების თამაშია თუმცა სიტყვებით თამაში უფროა.
არასოდეს გამოვირჩეოდი აზრის დალაგების განსაკუთრებული ნიჭით თუმცა აზრის განსაკუთრებულად დალაგება არასოდეს მიჭირდა.
ახლაც ასეა - ყველაფერი არეული მაქვს ირგვლივ და ასე კარგად არასოდეს მიგვრძნია თავი.
ყოველთვის ვიცოდი რომ არ უნდა მეთქვა არასოდეს - არასოდეს მჯეროდა საკუთარი ნათქვამი არასოდესი.
ხოდა რახან ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია
მინდა გითხრათ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ.
(სიყვარულის არასებობაზე ლექციები პირად საუბრებში)