Monday, March 29, 2010

დრეკადი დრო . . .


მარტივი სიტყვების ძებნის პროცედურისაგან თავს შევიკავებ და ტექსტში მხოლოდ ასოთა იმ კომბინაიცებს ჩავსვამ რაც თავში მოვა . . .

ნებისმიერი მოვლენა რომელიც დროის თავისთავადი დინების პროცესში ხდება განხილვას არ საჭიროებს. დრო როგორც თანამგზავრი თავად საზღვრავს მოვლენის ხანგრძლივობას და როგორც წესი დადებითს მხოლოდ გაელვების სახით წარმოგვიდგენს ხოლო უარყოფითს დაუსრულებელი სატელევიზიო სერიალის მსგავსად . . .

შევეწინააღმდეგოთ, გამოვთქვათ სამართლიანი პროტესტი დროის მიმართ და დადებითი ჩვენ თავად განვიხილოთ და აღვიქვათ მაქსიმალურად გაწელილად დავიყვანოთ მოვლენები ჩვენთვის დღემდე ცნობილ პერიოდის მინიმალურ ათვლის სისტემამდე და ჩავუღრმავდეთ თითოეულ მინიმოვლენას. ხოლო უარყოფითის შემთხვევაში შევკუმშოთ მაქსიმალურად – თუკი ამ ყველაფერს გა(ვ)აკეთებთ

მე თქვენს ცხოვრებაში ვიქნები ყველაზე ხანგრძილი გაელვება ხოლო უფრო მონდომებულთათვის შეიძლება მუდმივ ელვარდებად დავრჩე . . .

წარმატებები ერთმანეთის გამუდმივებისაკენ ლაშქრობაში . . .

პატივისცემით და . . .
თქვენი მე . .


ის . . .

პირიქით, ჯერ ფუნჯი ხელში და ფერების შეზავება, მერე მერე ისევ პირიქით და ფუნჯი გვერდზე, შედეგი - შედეგი ჩვენ ნახატნი გაცოცხლებულნი ვართ.

წარმოსახვაში მაინც ვართ ჩვენ ნახატები, პორტრეტები და პეიზაჟები, ხოლო მხატვარნი გვაცოცხლებენ ანუ პირიქით, და მუდმივობას ვარღვევთ.

ისიც სწორედ ასე იქცევა, გაშეშებულ და გა”კადრებულ” განცდებს მიაცოცხლებს საკუთარი საღებავებით და არ იშურებს სულებს ჩასაბერად.

განსაკუთრებული მისია დაეკისრა, კვლევა ნახატების და მხოლოდ განსაკუთრებულების გაცოცხლება, თუმცა მისიიდან გადაუხვია, და გართობა დაიწყო, მისთვის საინტერესოს გაცოცხლება და მისით თამაში.

ის ლამაზია, ძალზედ ლამაზი ისეთი ლამაზი რომ ალბათ ვერცერთი მხატვარი ვერ გააცოხცლებს ეგეთ ლამაზ ნახატს.

იმდენად მაღლა დგას და იმდენად დაბლა ცდილობს ჩამოსვლას, დამფუძნებლები პროექტის ჩავარდნაზეც ალაპარაკდნენ.

თუმცა აქაურთ ვერ გაგვეგო რისთვის ან საიდან მოვიდა ის. იგი კი იღიმის და უხარია ისე როგორც ზღვას უხარია წლიდან წლამდე მისი სატრფოს დაბრუნება . . .

ის დედამიწის დასათვალიერებლად ჩამოვიდა . . .

ის . . .



 


Design by: Pocket, Karjat Resorts