Friday, April 9, 2010

ტვინინგი

არაფრის დიდებით არ გამოდიან აზრები თავიდან, ამიტომ თავად შევდივართ მათთან.

მარტივი შეფასებით ლაბირინთში, ისე კი ტვინის ნაოჭებში არც თუ ისე ადვილია გზის გაკვლევა, არადა ოდეს ითქვა რომ ნაოჭების რაოდენობა გონებრივი შესაძლებლობების პირდაპირ პროპორციულია, თუმცა კი უფრო რთულია იქ რამის პოვნა დალეგება და გამოტანა.

”გლუვი ტვინის” პრაქტიკულობა აშკარაა თუკი ზემოთხსენებულ ლოგიკას მივყვებით. თუმცა სადაა ლოგიკა როდესაც ყველაფერს დაესმის კითხვა რა და როგორ და არაფერზეა პასუხი ისეთივე კონკრეტული როგორც კითხვა.

მე ვიკითხე რა არს ბედნიერება - და . . . და მიპასუხეს და მიმითითეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელ წერტილზე, მაშ შემდგომ კითხვას თუ ვისი ბედნიერებაა იგი პასუხი არ მოჰყოლია მხოლოდ დემაგოგიაში ბრალდება იყო.

მე ვიკითხე ყოვლისშემძლის ყოვლისშემძელობაზე და არგუმენტად ”ყოვლისშემძლეობის პარადოქსი” თავისთავად მოდის პასუხად კი მკრეხელის სტატუსი მივიღე.

მე ვითხოვე სიმშვიდე და სანაცვლოდ ამოცანა მივიღე რომელიც ასეთი გაცვეთილია და გზათა არჩევანია წინ თუმცა ამ გზებს ნიშნულები არა აქვს, მხოლოდ იდუმალი ხმები გაიძახიან მარჯვნივ წახვალ დამშვიდდები, მარცხნივ წახვალ სადმე მიხვალ. შუაში რას წახვალ ისედაც შუაში ვარ(თ).

არჩევანის გაკეთებაც არ უნდა იყოს ისეთი რთული, როგორც თავიდან ჩანს - თუმცა აქ 1 ობის სენია საჭირო, ”. . . ძნელი ყოფილა გზის გადარჩევა, როდესაც ყველა გეთათბირება” (C)მ.ფ. არ იქნება გზა ასარჩევი თუკი ყველა ერთად ივლიდა, არ იქნება გზა ასარჩევი თუკი ერთმანეთის გაყოლა ეჭვს არ გამოიწვევდა. თუ კი გზას მარტო ადგახარ და ადამიანი მარტოობისთვი განწირულია (პრაიმიარის შედეგების მიხედვით) იმიტომ რომ თავად არის მზად გაწიროს სხვა მარტოობისათვის.

მოვიდა მოგვი და
მეგონა მოგვიდა
მოვიდა ლოთი და
არაყს სვამს ბოთლიდან

მარტივია, მარტივია იმდენად რამდენადაც არ სჭირდება ფიქრი,
რთულია იმდენად რამდენაც არ არსებობს პასუხი.

გარდატეხის ასაკის სენშეყრილივით დღეში შვიდჯერ მიდის ფასეულობათა გადახარისხება, თუმცა გასაღები ამ ყველაფრისა ისაა რომ ფასეულობა არ არსებობს. შესაქმნელია.

შეუქმნელს ხელთუქმნელს სასწაული ჰქვია, მაშ რა გამოდის ჩვენი ფასეულობები სასწაულებია? ის სასწაულები რომლებიც ორიენტირად გვაქვს.

ყველაზე დიდი სასწაული იესოს მკვდრეთით აღდგომააო.
უფრო დიდი სასწაული მისი მოკვდინება არააა?

გარდაცვალება სიტყვა იმედი, რომ ჩვენ არ კვდებით.

სიტყვაშე ჩატეული უსაზღვრო იმედის ამარა ყოფნა უფრო დიდი მკრეხელობა არაა? ვიდრე უვცის დასმული კითხვები იმის თაობაზე იარსებებდა თუ არა ღმერთი რომ არ არსებობდეს ადამიანი?

რატომ ითხოვს ადამიანი ადამიანისგან რწმენის სიმტკიცეს როდესაც თავად სჯერა რომ სამოთხეში მოხვდება და არა იმის რომ ღმეთი არსებობს,

როდესაც თვითმიზნად სამოთხე იქცა - სამუდამო ნეტარი ცხოვრება და ჰარმონია, რატომ ელოდება ყველა აღსასრულს როდესაც ჰარმონიის შესაქმნელად დედამიწაზე იქნა გამოგზავნილი?

რატომ არის ცხოვრება ვალდებულება?

რატომ არის ძნელი იმის შეგნება, მთავარი შედეგია და არა მიზეზები?

თუ წარსულის მანქანა არსებობს (წარსულის და არა მომავლის ან დროის) და ამ მიზეზების გამოსწორება შესაძლებელია.

ნუთუ ეს ყველაფერიც პირიქითაა როგორც სხვა ყველაფერი?

ამ ქაოტურ ტექსტში დევს ის ყველაფერი რომელიც არაფრად მიიჩნევა რამეთუ უგნურთა გილიდიაში ვირიცხები.

მაშ მოდით და მითხარით -

რატომ.


 


Design by: Pocket, Karjat Resorts