Tuesday, October 5, 2010

დღეს

"დღეს ნისლი სხვის წვიმას წვიმს. დღეს სისხლი სხვის ვენას ცლის. დღეს გზა სხვა გზებს ჭრის. დღეს ყველას ამინდის სევდა სჭირს.

შენ გცივა და აბრალებ ამინდს. შენ ჩემი მონატრების სუნი აგდის. შენ იცი რა იქნება ხვალ. შენ იცი რომ ისევ ჩემთან მოხვალ.

მე შენთვის თავიდან ვიგონებ მზეს. მე შენთვის ვაბრუნებ მაისის თვეს. მე შენთვის ვაღვივებ სიცოცხლის ნაკვერჩხალს. მე შენით დავიწყებ ამ დღეს და ამ ლოცვას. "

ამ სიტყვებს გეტყოდი მე რომ სევდა მკლავდეს, თუმცა მე ვკლავ სევდას.

შენ დასვი წერტილი ჩვენი ურთიერთობის მე შენს დასმულ წერტილს მივაწერე ორი წერტილიც . . .

მე თავიდან დავიწყე შენი თამაში შენ არ შეშინდი და ამყევი თავიდან.

რომ არ წვიმდეს არც ვიტყოდი ამ ყველაფერს, თუმცა ამის თქმა რომ არ მინდოდეს არც იწვიმებდა.










 


Design by: Pocket, Karjat Resorts