Tuesday, January 4, 2011

. . . ადამიანო . . .

თავიდან უბრალო დამთხვევას ჰგავდა,

თავიდან წერტილით მთავრდებოდა.

უცებ გამოსავალი მარტივი, გამოჩნდა - დასმულ წერტილს გვერდით კიდევ ორი წერტილის დასმამ უშველა.

ესეც ძალიან ჰგავდა დამთხვევას.

ქმედება იწვევს უკუქმედებასო - ხოდა ნაპოვნ გამოსავალს - ახალი რებუსი მოჰყვა. დრომ ჩემი დათვლა დაიწყო. არც ჩემგან დაყოვნდა პასუხი - ღიმილი გულწრფელი, და საბოლოოდ გავცდით დამთხვევებს უკვე კონტროლი შესაძლებელი იყო. დრომ იმდენი ითვალა რომ იმედი გაუცრუვდა - აღმოაჩინა, "მე" უსასრულობაზე ერთი ეპოქალური წამით მეტი ვარ - და მხოლოდ შენთვის ადამიანო და მხოლოდ შენ ჩემთვის ადამიანო.

მარტივად წერტილებსაც გამოუჩნდათ პირდაპირი დანიშნულება - მათ შორის ხაზების გავლება ვისწავლეთ.

დრეკადი ხაზების დროისდაგვარად. მებიუსიც თავიდან მოვიდა აწმყოში და ხან ხაზებით ქმნიდა თავის გზას ხანაც თავად იქმნებოდა.

და მაინც, მე ღიმილი ვისწავლე - ღიმილი რომელიც და რომლითაც დავიწყეთ დროის წინ დგომა ასათვლელად.


მე თუ არ ვიღიმი ცადეთ მაპატიოთ - ცადეთ და მხოლოდ ამ ცდისთვის გაგიღიმებთ. რომ თქვენც გაგეღიმოთ ჩემს უმეცრებაზე. და დროის მიერ ჩემი დათვლით გამოწვეული იმედ გაცრუება არაფერი იქნება იმასთან რომ აღმო(ვ)აჩენთ ჩვენ დროზე ცოტა მეტი ვართ და ღიმილი კი ჩენზე მეტია.


ახალი 2011 წლის მეხუთედილამშვიდობის ადამიანნო.

მადლობა ყოველი ყველაფრისათვის და პირიქით.


შენ კი - ხო შენ და ზუსტად იცი რომ შენ მოგმართავ ძლიერ მიყვარხარ.

ხომ გაგეღიმა ხოდა მენდე რომ მიყვარხარ ადამიანო - მადლობა.


ჩემს ქვიშის საათს არასოდეს დააკლდება ქვიშა რომ ამაო დროების ცინიზმი ბანალურ ცვენად ვაქციო.


მიყვარხართ ადამიანებო ისე როგორც შემიძლია, და თუ რამ შემიძლია ისევ თქვენით.


 


Design by: Pocket, Karjat Resorts