”პირველმა მომცა ჩემი სიცოცხლე,
მეორემ ჩემი ოცნება შექმნა,
მესამე იქნება ეს ტყვია პირში
ნურავინ მეტყვის: ”არ უნდა გექნა””
(c) ჰელმუდ 1
მუდმივი ზამთრის მოლოდინში ის ისეთივე ბედნიერი და გახარებული ჩანდა როდესაც მისი ცხოვრების ბილიკზე ყვავილები ყვაოდნენ, არავინ იცოდა რა ხდებოდა მის თავს და საით მიუწევდა გული.
ზამთრის მოლოდინი მისთვის უფრო გაუსაძლისი და აუტანელი იყო ვიდრე ესტრაგონისათვისა და ვლადიმერისათვის გოდოს მოლოდინი.
თუმცა მსგვასება აშკარად არის ოღონდ უმნიშვნელო - მათი ცხოვრება ტრაგიკომედიააა ორ აქტად - აქ კი მხოლოდ ტრაგედიის ხაზებია და ისიც მეოთხედ აქტად, თუკი აქტის ეტალონად 468 დღეს ავიღებთ.
მან სადებიუტო როლის შესრულება დაიწყო ყოველგვარი რეპეტიიცის გარეშე, როლში შესვლა არ გასჭირვებია რადგან მის თამაშზე იყო ირგვლივ ბევრი რამ დამოკიდებული, მახსოვს ის ოდეს კარგად თამაშობდა საკუთარი ცხოვრებით - ახლა კი საკუთარი ცხოვრების თამაში უწევდა. ყველა პრინციპი და ცხოვრების პრიორიტეტი ერთად გაუხდა დასაცავი, ჯერ გამოსდის. მაყურებელი აშკარად არ უნდა იყოს უკმაყოფილო. თუმცა სცენაზე ჯერ ფარდები არ აწეულა - ის წყვდიადიდან და ფარდის მიღმიდან კითხულობს მონოლოგს. მაყურებლის მოლოდინი უსაზღვროა მთავარია იმედები არ გაუცრუვდეთ.
კარგად იცის რომ სცენიდან ჩამოსვლა ნაცრისფერ ღუბელში დაკარგვას ნიშნავს, თუმცა სცენაზე დგომა სამუდამო ტკივილს მოუტანს - რომლის საპირწონე ადამიანის ბედნიერებაა რომელმაც თავად ასწავლა და მისცა ის რასაც სამაყროს შექმნის დღიდან დღემდე ბედნიერებას და სიყვარულს ეძახიან.
ვიცი ეს პატარა მბავი სევდიანად ჟღერს თუმცა დაიმახსოვრეთ - ”პირიქით” . . .