Monday, September 20, 2010

10108800 წამი




მე დღეს შენთან მოტივებით მოვტივდები
- დროს არ დავთლი საათებით,
წამებს ვაქცევ განგებად.
არც არაფერს დაგპირდები ,
დაპირებებს - წამებად.
განვლილ დღეებს მე არ ჩავთვლი
შეცდომად და წაგებად,
გადავიხდი ათ მილიონ
ასრვა ათას და კიდევ რვაას მადლობას.
თითო წამის საფასურად
თითო სიტყვას დაგითმობ
- გზად გვირილებს დაგირგავ
და სიცივეს დაგითბობ
მაგრამ მხოლოდ ათ მილიონ
ასრვა ათას რვაასჯერ
მერე ”ვალი” მოხდილია - ხელახლა გთხოვ სესხებას
უფრო მეტჯერ ათ მილიონ ასრვა ათას რვასს წამს.




 


Design by: Pocket, Karjat Resorts