Friday, February 11, 2011

მახინჯი ილუზია - ინსომნიაკური თვითდიალოგი

მე თქვენი - ადამიანების მოკვდავი რასის, მახინჯი ილუზია ვარ.

აქცენტი ტვინზე და გულზე, ეს მომენტალური ეფექტებია, სხვა დანარჩენი რისკის ჯგუფი. ჩემეული ”რუსული რულეტის” ინტერპრეტაციაა.

ახლა მე აქ ვერ ავხსნი თან არც აქვს აზრი ჩემს ახსნას მე თქვენი, ადამიანების მოკვდავი რასის - მახინჯი ილუზია ვარ, რომლის პროექცია სიბრტყის არასაკმარის ფართობზე მოხდა.

ხო და არა მარტო შენ - კაცობრიობის მიმდინარე მასას აშკარა მასიური ფსიხოზი გაქვთ რომლის ”პირმშო” ვარ, მე შემიძლია განახოთ რამდენიც გსურთ იმდენი ადამიანი რომლებიც მე ვერ მხედავენ, მამჩნევენ და მათთვის არ ვარსებობ. რამდენიმე რა საჭიროა ერთიც საკმარისია - პრეცენდენტები ხომ წესებს ქმნიან.

ჰმ, უკვე პარანოიას ემსგავსება, რეალობას სულ კარგავთ არა რა მიხედეთ 3 განზომილებიან სმაყროს ყოფით საკითხებს, მე ნელ ნელა თავად გავალ თქვენი ცოხვრებიდან...

მე არაფერსაც არ მივბრუნებივარ მუდამ მზარდი და ”სიმსივნესავით” (კიბო) ყველგან ჩამწვდომი ეპიდემია ვარ - ეს თქვენ ადამაინები მოძრაობთ მებიუსის ლენტზე მკაცრად მწყობრში თუმცა ვითომ საკუთარი თავის უფალნი არაფერს ემორჩიელბით შეხედეთ ყევლაფერს გარედან, მარტივი წერტილების კონტროლ ქვეშ ხართ.


 


Design by: Pocket, Karjat Resorts