Tuesday, September 14, 2010

წარუმატებელი ექსპერიმენტი


ყოველგვარი შესავ(ა)ლის გარეშე. . .


სამყაროს შემყურეს მეუფლება განცდა რომ ადამიანი წარუმატებელი ლაბორატორიული ექსპერიმენტის შედეგია, არადა დაზუსტებით ვიცი რომ ეს ასე არ შეიძლება იყოს და არც არის. თუმცა კი ჯიუტი რეალობა საწინააღმდეგოს ამტკიცებს - ხანდხან ისე ეწყობა გარემოებები ერთურთს რომ მორალური და ზნოებრივი სასწორის პინებზე შეგდებული კაცობრიობა აშკარად გადაიწონება კასრში გამომწყვდეული ვირთხებით რომლებიც 100 დან მხოლოდ 3 ნი დარჩნენ დანარჩენმა ერთურთი შეჭამა. მათ თვითგადარჩენის ცხოველური ინსტიქტი ამოძრავებთ, ადამიანებს კი თვით გაცხოველების ინსტიქტი - როდესაც დეღსავით ნათელია გზა სრული სამყაროსეული ჰარმონიისაკენ რატომღაც უფრო მეტ მტვერს ვაყენებთ ამ გზაზე რომ თავადვე ვეღარ გავიკვლიოთ და დავიკარგოთ ცხოვრების უმარტივეს ლაბირინთში.
ყველამ კარგად იცის და არასოდეს არავინ აღიარებს რომ პრიორიტეტი ადამიანია - გვერდზე უკან ან წინ მდგომი ამას არსებითიმნიშვნელობა არა აქვს.

რატომ უჭირს ადამიანს გაუკეთოს სხვას ის რასაც თავად ითხოვს ნებისმიერისაგან. ნუთუ ძნელია სხვის ადგილას თავის წარმოდგენა და ამ პოზიციიდან დანახვა საკუთარი მესი და აღიარება რომ ეს გზა მესია.

ვერც დავიწყე და ვერც ვამთავრებ
თუმცა ვამბობ

პრიორიტეტი ადამიანია. . .


 


Design by: Pocket, Karjat Resorts