მე უსაყდრო ხეობაში მოძღვარს ვეძებ შენ კი შენი სუნთქვით ჩუმად მამხნევებ.
შენ ჩუმად მიდიხარ წინ და უკან იხედები, რათა ჩემი დანახვა შეძლო,
მე კი შენს წინ უკუსვლით მივალ, იქნებ ისევ დავბრუნდე წარსულში სადც გვერდიგვერდ ვიდექით.
შენ საკუთარ სურვილებს საკუთარი თავის წინააღმდეგ იყენებ,
მე კი შენი ცრემლის შეგროვება გადამიწყვეტია.
შენ არ ხსნი მიზეზებს რატომ წახვედი,
მე არ ვტოვებ გზებს შენ რომ არ გეძებო.
შენ არ იცი სად ვარ მე,
მე კი შენი ფანჯრის ქვეშ შენ გადმოხედვას ველოდები.
შენ არ ელოდები ჩემს ზარს,
მეც მოულოდნელად მესმის შენი ხმა.
შენ არ დათვალე დღეები ჩვენი, მაგრამ იცი ყოველი ლამაზი წამი,
მე დღეები დავთალე და კალენდარს ახალი სახელი დავარქვი შენი.
შენ ახლა ალბათ ფიქრობ ჩემზე,
მე კი შენს ფიქრებს მოსვენებას არ ვაძლევ.
შენ
და
მე.