Wednesday, October 20, 2010

შეეშვით


წერტილებს, წერტილებს წერტილებს შეეშვით,

გაავლეთ ხაზები – სწორი და ირიბი.


ხაზები, ხაზები, ხაზებსაც შეეშვით,

იარეთ ხაზებზე – პირდაპირ მიზნისკენ.


ქუჩებში, ქუჩებში – ერთმანეთს შეეშვით,

საკუთარ ოცნებას ნურავის უმალავთ.


ოცნებებს, ოცნებებს, ოცნებებს შეეშვით,

ოცნებით ოცნება აშენეთ ყოველგან.


ერთმანეთს არასდროს არასდროს შეეშვათ,

ნურც გრძნობებს აყვედრით ნურასდროს ერთმანეთს.


წერტილებს წერტილებს წერტილებს შეეშვით,

გაავლეთ ხაზები სწორი და ირიბი.



 


Design by: Pocket, Karjat Resorts