Friday, September 17, 2010

წერილი შენ (24)

24 რიცხვი ილეოდა, და სულაც აღა ვფიქრობდი რომ სურვილები მქონდა.

მართებული იქნება თუ გავიხსენებ იმას რომ არ მინდოდა რაღაც, თუმცა ჩემმი ეგოიზმის გადამკიდე დავყევი მეგობრის სურვილს და იქ მოვედი სადაც შენ იყავი და კიდევ ბევრი სხვა, შენ არ იცოდი რომ მოვიდოდი არც მე ვიცოდი რომ იქ იყავი - მიზეზი მარტივია არც კი გიცნობდი. შემოვედი ჩემდაუშვეულო ჩუმი სალმით შემოვიფარგლე და იქვე გასასვლელთან ნახევარ უსასრულობის ფორმის სკმაზე ჩამოვჯექი - ჩემდაუნებურად სურვილიც გამიჩნდა მინდოდა ჩემს გვერდით დამჯდარიყავი - თუმცა სურვილი კარგად შევნიღბე (ასე მგონია), ამ ფიქრებში გართულმა ისევ გამოვაპარე მზერა შენკენ - შენ კი აღარ იყავი, მოძებნას შევეცადე და სევდაც მეპარებოდა უკვე სახეზე როდესაც მარცხნიდან უცხო ხმა შემომესმა, გამოვიხედე და შენ იყავი - არ იცი როგორ მესიამოვნა - და მივხდი რომ ჩემი ეგოიზმი და მსაზე დაყოლა ცუდს არასოდეს მომიტანს. ხოდა მეც დაგიმახსოვრე და დღემდე მახსოვხარ - იცოდე იმის მერე ისევ აღარ ვნატრობ არაფერს.

რა კარგია რომ მე არ მჯერა იმის რასაც ციფრების საკრალურობა ჰქვია და არც დამთხვევის და არც შემთხვევის - მხოლოდ იმას თუ ვირწმუნებ რასაც ეგოიზმი ეწოდება შენ ჩემი ეგოს პიკი ხარ. თუმცა მე ის სკამი მინდა მქონდეს და მუდამ ერთად ვისხდეთ.

მოდი და გაიგე ახლა ვინ ხარ შენ შენთვის . . .
 


Design by: Pocket, Karjat Resorts