Monday, October 11, 2010

გამოცდა კი არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ჩემო კარგებო, გასულ წელს რაღაც ცხოვრებისა და გამოცდის შედარება მქონდა წერილობით ფორმაში (ცხოვრება გამოცდაააო). თუმცა ერთ დღესაც აღმოჩნდა რომ გამოცდაზე ჩავიჭერი და გარეთ გამომაძევეს. თუმცა ცხოვრება არ დასრულებულა. ესე იგი ცხოვრება გამოცდა სულაც არაა.


ამ ფიქრებში გართული ვიყავი როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოვფხიზლდი, და რა გამოდის? ის გამოცდა მე რომ ცხოვრება მეგონა სიზმარი ყოფილა, და ეს ტრანსპორტი კი ცხოვრება. საინტერესოა არა? მოკლედ როგორც კი საბოლოოდ გამოვერკვიე, გარეთ გავიხედე მინდოდა გამეგო სად ვიყავი - თუმცა სრულიად უცხო მიდამოებში მიქროდა ჩვენი ავტობუსი, ჩვენი? ჩვენი რატომ მე ხომ მარტო ვიჯექი, მძღოლს ვერ ვხედავდი. მოკლედ ჩასვლა მინდოდა მაგრამ რატომღაც მერიდებოდა მეთქვა - რომ გადახვალ გამიჩერეთ მეთქი. გადავწყვიტე დავლოდებოდი როდესაც თვისით გაჩერდებოდა.
გზად ვათვალიერებდი ბუნებას რომლის ხედი უცვლელი იყო, ერთი ხე ნახევრად დათოვლილი და ნახევრად აყვავებული - სხვა ჰორიზონტზე არაფერი მოსჩანდა.

როგორც იქნა გაჩერდა ეს ბორბლებიანი ცხოვრება და მეც გახერებული ჩასასვლელად გავემზადე თუმცა, მარტო წინა კარი გაიღო საიდანაც - მრისხანე სახიანი ადამიანი ამოვიდა რომელიც აშკარად გამცილებელს ჰგავდა. შევჭოჭმანდი არ მინდოდა ამ სახეს პირისპირ შევხვედროდი, თვალები დავხარე და . . . და გაისმა ხმა, უბილეთოებს ვთხოვთ დასტოვონ ტრანსპორტი და ჯარიმა უახლოეს ყოფით სალაროში გადაიხადონო, ჩემს ისხარულს საზღვარი არ ჰქონდა - წამოვხტი და მე არ მაქვს ბილეთი დამაჯარიმეთ და ჩამიშვით მეთქი.

მრისხანება მისი სახიდან გაქრა და ირონიულ ღიმილში გადაიზარდა: ”ბიძიკო დაჯექი თუ კაცი ხარ შენი გადახდილიაო და ჩავიდა”

. . . .

გაცმდოა კი არადა ის, ცხოვრება საზოგადოებრივი ტრანსპორტია.

პატივისცემით მარტოხელა მგზავრი.
ი.გვაჯაია


 


Design by: Pocket, Karjat Resorts