- იმ კითხვებზე რომელნიც არსებობის პერიოდში დაგიგროვდა,
კითხვები რომელზეც პასუხი მხოლოდ მას აქვს.
როდესაც განგებას არ რჩება საშუალება თავი იმართლოს იმიტომ რომ მტყუანია.
როდესაც განგება ავლენს სიმხადალეს რათა შენს ბედნიერებაში არ ჩაერიოს,
და მასზე გაბატონებების შიშით გებრძვის.
როდესაც განგება განგებიდან განდგომად იქცევა.
როდესაც მისი ფუნქცია იცველბა და მხოლოდ იმაზე ფიქრობს როგორ შეგიშალოს ხელი იყო ბედნიერი, და ამავე დროს მასზე ლოცვას გთხოვს რათა მუდამ თან ჰყავდე.
როდესაც განგება მხოლოდ სიტყვათა უაზრო ბღუჯად იქცევა შენთვის, და მისი მოციქულნი გადანაშაულებენ რომ არ მიჰყევი იმიტომ დაისაჯეო.
როდესაც განგება შენ უკვე ღიად გებრძვის.
რაღა მოვთხოვო ადამიანებს?