20-21 მარტი.
18 მარტის მიწურულს სატელეფონო ზარმა შემატყობინა რომ 2 საათით ადრე ვიყო დანიშნულების ადგილას, ალბათ თურქეთის დროით : )
ყველაფერი ავტობუსის რიგით დაიწყო, ღიმილი არ იყო დეფიციტში, არც დადებითი ემოცია, და არც ქართული ადამიანური კომუნიკაცია. მოკლედ დავიძარით, თბილისის გადახაზული ტრაფარეტი და ბოთლების გახნა ერთდროულად გამოვდა სცენაზე - თუმცა წინ უფრო მეტი გადახაზული ტრაფარეტი გველოდა და კიდევ უფორო მეტი ყლუპი ალკოჰოლი.
”დრო” გადიოდა, ”მანძილიც” მცირდებოდა, იწეოდა სიგარეტი და განუკითხავად ისმებოდა ალკოჰოლი, ძილიც ეპარებოდა მავანს. საქართველო-თურქეთის საზღვარი არც ისე შორს იყო, და იქნა კიდეც - თურქეთმა მიგვიღო, თუმცა სხვა რა გზა იყო. გზა არ იყო დამღლელი თუმცა დახუჭული თვალების რაოდენობა ნელნელა იზრდებოდა, საყვედურიც კი მივიღე დაგვაძინეო თუმცა ეს ერთი კონკრეტული ბრივყვი იყო სხვებისგან ვერ ვიგრძენი რომ წუხდებოდნენ და განვაგრძე - აღმა-დაღმა ”ჯამბაზობა” . . . გაკვირვებული სახეებიც მახსოვს - ვერც ბედავდნენ გახმოვანებას მაგრამ აშკარად ფიქრობდნენ რომ ჩემს რომელიმე ჯიბეში ე.წ. თეთრი ბილეთი იდო.
შევუდექით აღმართს რომელსაც თურმე ტრაბზონის ერთ-ერთ მთავარ მოედნამდე მივყავდით შვიდიოდ წუთის შემდგომ სასტუმროსთან ვიყავით. შევთანხმდით რა შეხვედრის დროზე ნომრებში მიმოვიფანტეთ. რამოდენიმე წუთიანი მოსვენების შემდგომ (ვინაიდან ნომრები ჯერ არ იყო თავისუფალი) გადავწყვიტეთ ქალაქი დაგვეთვალიერებინა, და ჰოი საოცრებავ ყველას ასე გადაუწყვეტია, და ქუჩებში ქართველებისა და ხუთჯვრიანი დროშების რაოდენობა ერთი-ათად გაზრიდილოყო. ადგილობრივი მოსახლეობა აშკარად უმცირესობაში დარჩა. ყველას სახეზე დიდი იმედი ეწერა რომ ეს დღე ნაწილობრივ მაინც გამოდგებოდა რუსებზე ჯავრის ამოსაყრელად.
ყველაფერი ავტობუსის რიგით დაიწყო, ღიმილი არ იყო დეფიციტში, არც დადებითი ემოცია, და არც ქართული ადამიანური კომუნიკაცია. მოკლედ დავიძარით, თბილისის გადახაზული ტრაფარეტი და ბოთლების გახნა ერთდროულად გამოვდა სცენაზე - თუმცა წინ უფრო მეტი გადახაზული ტრაფარეტი გველოდა და კიდევ უფორო მეტი ყლუპი ალკოჰოლი.
”დრო” გადიოდა, ”მანძილიც” მცირდებოდა, იწეოდა სიგარეტი და განუკითხავად ისმებოდა ალკოჰოლი, ძილიც ეპარებოდა მავანს. საქართველო-თურქეთის საზღვარი არც ისე შორს იყო, და იქნა კიდეც - თურქეთმა მიგვიღო, თუმცა სხვა რა გზა იყო. გზა არ იყო დამღლელი თუმცა დახუჭული თვალების რაოდენობა ნელნელა იზრდებოდა, საყვედურიც კი მივიღე დაგვაძინეო თუმცა ეს ერთი კონკრეტული ბრივყვი იყო სხვებისგან ვერ ვიგრძენი რომ წუხდებოდნენ და განვაგრძე - აღმა-დაღმა ”ჯამბაზობა” . . . გაკვირვებული სახეებიც მახსოვს - ვერც ბედავდნენ გახმოვანებას მაგრამ აშკარად ფიქრობდნენ რომ ჩემს რომელიმე ჯიბეში ე.წ. თეთრი ბილეთი იდო.
პირველი გაჩერება უკვე დილას ტრაბზონის მისადგომებთან ზღვის პირას ფრიად ხალისიანი აღმოჩნდა, ჩვენც ქართველებმა პირველი ნაგავი დავყარეთ თურქულ მიწაზე ნიშნად იმისა რომ ისევე გვიყვარს იქაურობა როგორც საკუთარი ქალაქები (რომელთათვისაც არცერთ ნამცეც ნაგავს არ ვიშურებთ).
მასიურად აჩხაკუნდა ფოტოაპარატურა, მიუხედავად ნამძინარევი სახეებისა , ნათლად იკითხებოდა რომ განწყობის ნიშნული აშკარად მაღალ მაჩვენებლს აჩვენებდა - აქაიქ მავანი ზღვას მივარდა თუმცა ეგ ზღვაც ხომ შავია - დამნაშავეა : )
ტრადიციული გამოკითვხის (ვიყავით თუ არა ყველა ადგილზე და ვინმე ხომ არ გვრჩებოდა) შემდგომ - შევგორდით ტრაბზონში, ავტობუსის სარკმლიდან კარგად ჩანდა ტრაბზონელების სახეები და ულვაშები, სადღაც თვალებში მოკეთილო განწყობაც იკითხებოდა თუმცა რა იცოდნენ რომ დიდი ქართველობა იგეგმებოდა - ავტობუსი გაჩერდა და გამოცხადდა სასტუმროებში დარიგების დაწყება . . .
ჯგუფებად დაყოფილი 7 ავტობუსი ქართველი მიემართებოდა დროებითი საცხოვრებლისაკენ ჩვენ კი ისევ ველოდით ჩვენს ჯერს. დადგა ჩვენი ჯერიც, ერთად შეგროვება გვთხპვეს და განგვიმარტეს რომ ჩვენს სასტუმრომდე ტრანსპორტი ვერ მივიდოდა, ამიტომ ფეხით უნდა გაგვევლო გარკვეული მანძილი - გამოითქვა უკმაყოპფილება გადაღლილებს ფეხით სიარულის პერსპექტივა აშკარად არ ხიბლავდათ, თუმცა მანძილი ფეხით გასავლელი არც ისე დიდი და მოსაწყენი ყოფილა.
ტრაბზონის ვიწრო და მაღაზიებით დატვირთული ქუჩა, თბილისს მაგონებდა, გზადაგზა ისეთი ნაცნობები მხვდებოდნენ რომელთა შესახებ წლებია არაფერი მსმენია, მოკლედ მასპინძელი ქალაქის მოსახლეობა ლამის სტუმრად იქცა : )
აქ რამოდენიმე ფოტო ტრაბზონის ქუჩებიდან .
განვაგრძოთ თურქული ვოიაჟი - აი უკვე ავტობუსებთან ვიკრიბებით - რათა ერთად ვიზეიმოთ ქართული წარმატება.
აქჩააბათის მოედანი (Akçaabat Stadyumu) გაყურსული ელოდა 6000 ქართველ გულშემატკივარს, და უკვე შორიდან ესმოდა ქართული ჯიშიანი შეძახილები - შთაბეჭდილება მრჩებოდა რომ ეს ”სტადიონი” ასეთი სპორტული ზეიმის მომსწრე არც ყოფილა და სადღაც მეცოდება კიდეც როდის ეღირსება იგივე.
ეჭვი მაქვს და ფრიად საფუძვლიანი რომ 200-იოდე გულშემატკივარი ბილეთის გაერეში მოხვდა მოედანზე და სულაც არ მრცხვენია ამის - პირიქით მეამაყება და მიხარია რომ რაღაცაში მაინც ძალგვიძს ქართველებს მიზანსწრაფულობა (ალბათ მოტივაცია გვჭირდება).
მოკლედ რომ ვთქვათ გარდა შინაგანი დადებითი განწყობისა, ქართველები იქ ერთმანეთს ამხნევებდნენ ისე რომ თვითონაც არ იცოდნენ. მე ასეთი საქართველო მინდა. და ყველას ასეთი საქართველო გვინდა, სადაც ყველას გვიხარია ის რომ გვერდზე მდგომს უხარია. გაივსო მოედანი გადაივსო ემოცია გამარჯვების მოლოდინში და მატჩიც დაიწყო - ალბათ ყველამ ნახა თამაში და დეტალურად აღარ აღვწერ მას უბრალოდ ვიტყვი რომ პირველი ლელოს შემდგომ არანაირად არ შეცვლილა განწყობა და არც ვინმეს განაწყენება შემიმჩნევია, და რაც ფრიად სასიხარულოა - ყველასათვის საყვარელი და ნაცნობი ფრაზა: ”რუსებს რა ? . . . . (ამინ ამინ ვინც გაიფიქრეთ ახლა ამ კითხვაზე პასუხი) ” არც ისე ხშირად ისმოდა, მხოლოდ აუცილებელ შემთხვევებში (ნუ ეს აუცილეელი შემთხვევები არც ისე იშვიათად იყო :D ) და გულშემატკივრობის ეთიკის ნრომები - არ დარღვეულა. რაც მოედანზე გულშემატკივრებში ტრიალებდა მე მას ტალღას ვერ დავარქმევ ეს ცუნამი იყო რომლისაც ასე ეშინია დანარჩენ მსოფლიოს და მისგან დასაცავად ჯებირებს აშენებს - ქართულ ცუნამის ვერცერთი ჯებირი ვერ შეაჩერებს.
ჩვენ გავიმარჯვეთ და არც არავის ეპარებოდა ამაში ეჭვი რომ ეს ასე იქნებოდა, გავიმარჯვეთ და გაასმაგებული დადებითი განწყობით გავემართეთ ამ გამარჯვების აღსანიშნავად, ქუჩებში უკვე ისმებოდა სასმელი და ისმოდა შეძახილები - მთელი ღამე არ დამცხრალა ეს სიხარული. მოლოდინმა გაამართლა მეც და ყველას ვინც თურქეთს ესტუმრა აშკარად ჩარჩა მოგონებაში ერთი მშვენიერი ქართული ტრაბზონის დღე-ღამე.
ი.გვაჯაია
2010 წლის 25 მარტი.
4 comments:
velodebi gagrzelebas, efendi ^_^
welcome........
დარწმუნებული ვარ ძალიან სანტერესო ჩანაწერები გველის:)))
ველით გაგრძელებას .. :)
ე ლოდ ებიან გაგრძელებას, ვაჰხთ ....: ))
Post a Comment