Tuesday, April 13, 2010

მეგასიმფონია

შესავლის ნაცვლად: ეს არის ის რისი წერაც 6 წლის წინ . . .


ასანთის ამოყირავებული კოლოფი, უგზოუკვლოდ გადმოცვენილი ღერები, თითქოს ერთმანეთს ასწრებენ დაცემასო, მაგრამ რა, არაფერი, უაზრო ფიგურები მოხაზული გადმოყრილი ასანთის ღერებით, რომლებიც ქმნიან საკუთარ ცხოვრებას, ცხოვრებას რომელსაც ქაოსი ქვია.
ქაოსი არამარტო ასანთის ღერებისაგან იქმნება, და საერთოდ ასანთის ღერებისაგან ქაოსი არ იქმნება, ეს უბრალოდ მათი ცხოვრებაა რომელსაც ქაოსი ქვია. ჰოდა ასე იყო გადმოიყარა ასანთის კოლოფიდან ღერები და ქალაქის ერთ-ერთი სახლის ლიფტის ძირს მოფინენ.
ლიფტი რომელიღაც სართულზე გაჩერდა, მობინადრე ჯერ მიესალმა შემდეგ კი გაოგნებულმა ლიფტში შეაბიჯა, თვითონაც უკვირდა ლიფტში ხომ არავინ იყო ის კი მიესალმა, მაგრამ ეს არ იყო მთავარი მისი ყურადღება ასანთის ღერებმა მიიპყრეს, ღერებმა რომლებიც თითქოსდა თავის ცხოვრებას ხატავდნენ რომელსაც ქაოსი ერქვა, მაგრამ ეს სულაც არ იყო არც ქაოსი და არცა არაფერი მისდა მაგვარი, ეს რეალობა იყო და არა ასანთის ღერების ცხოვრების რეალობა არამედ კაცობრიობის რეალობა. რა მიანიშნებდა იმაზე რომ ეს რელობა იყო ცოტა ძნელი სათქმელია, მაგრამ ლიფტიში მყოფი სახლის მობინადრე ამას ხვდებოდა და იმასაც ხვდებოდა, რომ შუქი უნდა წასულიყო, მაგრამ რატომღაც არ მიდიოდა, ალბათ შევცდი ეს არაა რეალობა გაიფქრა მან და ფიქრებიდან გამოსულმა თვალებიც გაახილა მაგრამ იგი ჩაბნელებულ ლიფტის კაბინაში იდგა. შუქი წასულა გაიფიქრა და გამწარებულმა კარებსაც საკმაოდ ძლიერად მიარტყა ხელი და მხოლოდ შემდეგ გაახსენდა ის რომ ეს ყველაფერი ანუ რაც მოხდა, სანამ მოხდებოდა ასანთის ღერების მიერ მოხატულმა რეალობა უთხრა. ჩაფიქრდა კვლავ, ახლა შუქი უნდა მოვიდეს და . . . . . . ლიფტი მთელი სისწრაფით უნდა ჩავარდეს შახტაში. კვლავ გამოფხიზლდა თვალი გაახილა და ბედნიერმა ამოისუნთქა იგი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ლიფტში შუქი არ მოსულიყო, რა კარგია ასანთის ღერების რეალობა რომ არაა რეალობა და მხოლოდ მათი ცხოვრების ქაოსი რომაა. ეს თავისთვის ჩაილაპარაკა და კარებზე ოდნავ ძლიერად მიაბრახუნდა დახმარების დასაძახებლად.
შუქი მოვიდა ლიფტი მე-13 სართულიდან მთელი სისწრაფით დაეშვა შახტისაკენ . . . .


* * *

დაფაზე ცარცმა გასირიალა, მასწავლებელმა ურთულესი – “თეომეტადონაულტრაფიზიკური” თუ უბრალოდ კვადრატული განტოლება (დიდი მნიშვნელობა არა აქვს) დაწერა და უკანა მერხზე მჯდომი ყოვლად უქნარა და ურთულეს ბავშვად აღიარებული მოსწავლე გამოიძახა, ისიც ბობღვით გამოვიდა დაფასთან რაშიც დაახლოებით 3-4 წუთი მოიგო მაგრამ ეს არაფერი რადგან გაკვეთილი სულ რაღაც 10 წუთის დაწყებული იყო.
ცარცი ხელში აიღო დაფასმიუტრიალდა და თითქოსდა ამოხსნა მაგრამ იმაზე ფიქრი დაიწყო თუ რას ეტყოდა მასწავლებელს რომ თავი დაენებებინა მისთვის, წინა მერხზე კი სკოლის წარჩინებული ყველა მასწავლებლისათვის უსაყვარლესი წითელბათიანი გოგონა იჯდა რომელსაც რატომღაც (თუმცა რატომ არც ამას აქვს მნიშვნელობა) ეს ბიჭი უყვარდა და ცდილობდა როგორმე ამოხსნის ნაწილი მაინც ეკარნახა რომ მისი გულის სწორი არც ისე ძაან შერცვხენილიყო კლასთან, მაგრამ ეს ყველაფერი მასწავლებელმა შეამჩნია მასში ბოროტების დიდმა ნაპერწკალმა კიდევ უფრო დიდი ვულკანი გააღვივა და საცოდავი გოგნა ღრიალით ამოუყენეს ამ ბიჭს გვერდში და ახლა მას სთხოვეს ამ განტოლების ამოხსნა, მაგრამ გართულებისმიზნით მასწავლებელმა ორი ტრიგონომეტრიული ფუნქციის უტოლობა ჩაამატა განტოლებაში, მართალია ეს გოგონასათვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ იმ ბიჭის გვერდზე დგომამ ერთბაშად დააბნია და დაავიწყა ყველაფერი. ერთადერთი რაც შესძლო ცრემლნარევი, მაგრამ დარწმუნებული ხმით წარმოთქვა მასწავლებელო თავი გაგიბრტყელდებათ. ამის თქმა და ტვითონაც გაოგნდა მაგრამ რას იზამდა მასწავლებელმა ეს ყველაფერი კარგად გაიგო და მისი მშობლებიც კი დაიბარა შემდეგიდღისათვის სკოლაში.
საღამოს საინფორმაციო გამოშვების დიქტორი: დღეს ცენტრალური ბანკის მშენებარე კორპუსის სახურავიდან 410 ტონიანი სეიფი გადმოვარდა და ადგილობრივი სკოლის მათემატიკის მასწავლებელს თავში დაეცა. ტელევიზიის სახელით საძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს.
გოგონა გაოგნებული დაფიქრდა . . .
მამა ხელზე რაღაცა მოგივიდა? . . .

***
ბიძია იყიდე რა საღებავები იყიდე რა გევედრები.
- შვილო არ მინდა საღებავები, აჰა შენ ხურდა ფული, ისე მოგცემ.
- არა ბიძია იყიდე რა საღებავები, მე ისე ფული არ მინდა მე მინდა რომ საღებავები იყიდო.
- რას გადამეკიდე შვილო მე არ მჭირდება საღებავები, მე ხატვაც კი არ ვიცი.
- როგორ არა ბიძია შენ გუშინ მამაჩემის სიკვდილის კადრები მოხაზე ფანქრით ფურცელზე
თითქოს ის მანქანამ გაიტანა მე ის 15 წელია არ მინახავს, უფრო სწორედ მე ის
საერთოდ არ მინახავს, გთხოვ ბიძია იყიდე საღებავები, მინდა რომ ის მონახაზი დიდ
ტილოზე დამიხატო, ყველაფერს გადაგიხი.
- (ნუთუ ფანჯრიდან ჩემი სამუშაო ოთახი ჩანს) საიდან იცი შვილო რომ მე მამაშენი
დავხატე? (არადა მე ხომ ჩემი ბავშვზე ვფიქრობდი, რომელიც 15 წელია აღარ მინახავს
რაც ჩემმა ცოლმა წაიყვანა, 15 წელია? ის ხომ ჩემი შვილი დავხატე მე)

. . . . . საშინელი დამუხრუჭების ხმა!!! მამაკაცი ლურჯი ბერეტით და ფეხშიშველი თხუთმეტიოდე წლის ბავშვი საღებავებით ხელში სატვირთო ავტომანქანის დაჯახებით რამოდენიმე მეტრზე გადაფრინდნენ და უსულოდ დაეცნენ, სახეზე ორივეს წითელი საღებავი მისცხებოდა. მძღოლი კი სანდომიანი მაგრამ გაბოროტებული ქალი იყო, რომლის პირად საქმეში მანქანის მძღოლობის სტაჯი 15 წელი იყო.


***
უკლავიშო პიანონო ეს ხომ აფსურდია, კლავიშები თუ არ ექნა ეგ რაღა პიანინოა, რას არ მოიგონებენ ბავშვები, ნეტა რას ამეკიდა ის ჭორფლიანი ბავშვი მთელი გზა რომ შემომჩიჩინებდა შენ პიანინოს კლავიშები არა აქვსო? ან საერთოდ საიდან იცოდა იმ ბავშმა რომ მე სახლში პიანინო მაქვს და კომპოზიტორი ვარ მან ისიც ხომ მითხრა, რომ ჩემი ნოტები ჭიანჭველებად იქცნენ და აქეთ იქით დარბიან? რა ფანტაზია აქვთ თანამედროვე ბავშვებს!
კარები ძნელად გაიღო თითქოს თავიდან გასაღები არც ერგებააო, 10-20 წუთი წვალების შემდეგ კომპოზიტორმა საკუთარ სახლში შეაბიჯა, და ფეხქვეშ რაღაცის გასრესის ხმა გაიგო, დაიხედა და რამოდენიმე ასეული ჭიანჭველა. ალბათ შაქრის ტომარას მოესიენ ახლავე უნდა მავაგვარო მათი საკითხი, გაიფიქრა, მაგრამ იმ წამსვე გადაავიწყდა, კვლავ ახალი ნაწარმოების მელოდია ამოუტივტივდა თავში და პიანინოსაკენ გაეშურა დასაკრავად, მაგრამ პიანინოს არცერთი კლავიში აღარ ჰქონდა, არა არც მოტეხილი იყო და არც მოხსნილი, თითქოსდა ასე უნდა ყოფილიყოო, ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია კომპოზიტორმა იმდენად დიდი იყო მუზის შემოტევა, რომ ეგრევე სანოტო რვეულისაკენ გაემართა სადაც ამ ნაწარმოების რამოდენიმე აკორდი უკვე ჩაწერი ჰქონდა მაგრამ, რვეულში მხოლოდ ჭიანჭველების დიდი ხროვა დახვდა რომლებიც სანოტო რვეულის ხაზებს მწყობრში მიჰწვებოდნენ და ახალ მელოდიას რითმში მღეროდნენ.

***
მყრალი თევზის სუნმა შეაწუხა, მოვიდნენ სუნიანი თევზების მეფეები. არა უბრალოდ ვიღაცას ნაგავი ლიფტში დაუტოვებია. ფუ რა საზიზღრობაა ნეტა მალე ავიდე, სანამ ლიფტი გაჩერდებოდა სახლის ბინადარმა უკლებლივ ყველა ასანთის ღერი აკრიფა, გულის ჯიბეში ჩაილაგა და კაბინიდან გავიდა.



6 comments:

Anonymous said...

momconxar...:*

მარიამ ბლანკი¹³ said...

გაასწორა ჯუნიამინ!!

Juni said...

უი მარუს თავიდან წავიკითხ ჩაასწორაო და ნეტა რა ჩავასწორო მეთქი :)

და ვინ არის აგი ანონიმი რომ მოვწონვარ? : )

keso said...

jun tandatanobit vrwmundebi rom sheni saxit saocari megobari shevidzine......vai rom es yvelaperi realobaa.....magram martla gaaswora)

Taa said...

bususebi amikalkdnen xelebze :)

Juni said...

მე მაპატიე არ მინდოდა : )

Post a Comment

 


Design by: Pocket, Karjat Resorts