Tuesday, August 3, 2010

მოწესრიგებული ქაოსი

განცდა იმისა რომ სამყარო ჩემში ბალანსდება (და არა დედამიწა ჩემს ირგვლივ ტრიალებს) ბავშვობის ადრეული ასაკიდან მომდევს, მაგრამ მხოლოდ ახლა ვათვითცნობიერებ რა სასაიამოვნოა რომ ეს ბალანსი ყველაზე დიდი ქაოსის პირმშოა.

იცი როგორ და რატომ, არ იცი სად და როდის. იცი სად და როდის და არც გაინტერესებს როგორ და რატომ.

სიტყვების თამაშია თუმცა სიტყვებით თამაში უფროა.

არასოდეს გამოვირჩეოდი აზრის დალაგების განსაკუთრებული ნიჭით თუმცა აზრის განსაკუთრებულად დალაგება არასოდეს მიჭირდა.

ახლაც ასეა - ყველაფერი არეული მაქვს ირგვლივ და ასე კარგად არასოდეს მიგვრძნია თავი.

ყოველთვის ვიცოდი რომ არ უნდა მეთქვა არასოდეს - არასოდეს მჯეროდა საკუთარი ნათქვამი არასოდესი.

ხოდა რახან ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია

მინდა გითხრათ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ.

(სიყვარულის არასებობაზე ლექციები პირად საუბრებში)


5 comments:

Anonymous said...

arafxizel mdgomareobashi dawerils gavs :p

Juni said...

თუმცა სრულიად ფხიზელი სასმახურში ვზივარ : )

Anonymous said...

da ase mushaob :p

Taa said...

არასოდეს გამოვირჩეოდი აზრის დალაგების განსაკუთრებული ნიჭით

xandaxan mec :)
Tumca ara koveltvis

Juni said...

თუმცა აზრის განსაკუთრებულად დალაგება არასოდეს მიჭირდა. : ))

Post a Comment

 


Design by: Pocket, Karjat Resorts