Monday, September 27, 2010

სამედიცინო გამოკვლევა

9 დღეა ძილი არ მიკარებია და არც შიმშილს შეუწუხებია მიუხედავად იმისა რომ ლუკმა არ გადასვლია. მეგობრების რჩევით სამედიცინო პროფილაქტიკურ შემოწმებაზე წავიდა.


ექიმი: ე
პაციენტი: პ


კაბინეტი 1 - ოფთალმოლოგი.

ე: გამარჯობა, აი იმ სკამზე დაბრძანდით.
პ: უხმოდ გაეშურა ეულად მდგომი სკამისაკენ, რომელიც რაღაც სიმბოლოებით აჭრელებული ”პლაკატის” მოპირდაპირედ იდგა.
ე: აბა გისმენთ რა გაწუხებთ?
პ: არ ვიცი თავს შეუძლოდ ვგრძნობ და პროფილაქტიკის მიზნით მოვედი.
ე: მხედველობას უჩივით? აიფარეთ მარჯვენა თვალზე ხელი და მითხარით რა ასო წერია ამ სურათზე პირველ რიგში.
პ: ი
ე: ჰმმ, აბა აქ რა სიმბოლოა?
პ: რ
ე: საოცარია. აბა აი აქ რას ხედავთ?
პ: ი.
ე: გასაგებია. თქვენ სრულიად დაბრმავებული ხართ, მე ვეღარფერს გიშველით.

ექიმმა საერთო მოკვლევის ფურცელზე ჩანაწერი გააკეთა და პაციენტს დაემშვიდობა.


კაბინეტი 2 - ყელყურცხვირი.

ე: გამარჯობა გისმენთ რა გაწუხებთ?
პ: არ ვიცი.
ე: რა სიმპტომები გაქვთ?
პ: არანაირი.
ე: ე ბიძიკო არ მაქვს შენი თავი სხვა დროს შემოიარე

საერთო მოკვლევის ფურცელზე ტირე გაავლო თითქოს ჯოკერში გახიშტულიყოს ვინმე.

კაბინეტი 3 - კარდიოლოგი.

ე: მობრძანდით, გამოკვლევაზე ხართ ხო? წამოწექით კარდიოგრამა გადავიღოთ.
პ: . . .
ე: რა აკეთებთ? იატაკზე რატომ დაწექით აგერ აქ წამოწექით.
პ: . . .
ე: მოდუნდით და მაისური აიწიეთ.
პ: . . .

რამოდენიმე წუთიანი პროცედურის შემდგომ.

ე: შეგიძლიათ წამოდგეთ.
პ: . . .
ე: გასაოცარია გული გაჩერებულია.
პ: ეგ როგორ? ეგ ხომ შეუძლებელია?
ე: ნუ არის მეორე ვარიანტიც, ისე სწარაფდ გიცემთ რომ . . . თუმცა ეს მარტო შეყვარებულებს სჭირთ თქვენ კი ზედმეტად სევდიანი მეჩვენებით შეყვარებულისათვის (ექიმმა კეთილი ღიმილით თვალი ჩაუკრა)

საერთო მოკლვევის ფურცელზე კი მხოლოდ ერთი სიტყვა ჩაწერა - უგულო.


კაბინეტი 4 - ნევროპათოლოგი.

ე: შემოდი რას დაყუდებულხარ კარებში ვერ ხედავ ორპირი ქარია.
პ: . . . მე გამოკვლევაზე . . .
ე: რად გინდა შენ გამოკვლევა ერთი შეხდვით გეტყობა არ უნდა იყო ნორმალური.
პ: . . .
ე: დაჯექი ფეხი ფეხზე გადაიდე.

ექიმი წამოდგა და სამედიცინო ჩაქუჩი მუხლში მსუბუქად ჩაუკაკუნა, პაციენტი იმავე წამოს წამოხტა, ჩაქუჩი გამოგლიჯა და თავში 3-4 ჯერ მთელი ძალით ჩაარტყა, ექიმი იატაკზე უსულად გაიშხლართა. სისხლში ამოსვრილი პაციენტი კაბინეტიდან გარეთ გავარდა სადაც . . .

მაღვიძარამ დარეკა, სამსხურში წასვლის დროა, არადა 15 წუთის წინ ძლივს მოახერხა ჩაძინება.

პ: დღეს უთუოდ უნდა მივიდე გამოკვლევაზე.


1 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

: ))))))))))))))))) ♥

Post a Comment

 


Design by: Pocket, Karjat Resorts