Friday, September 24, 2010

Happy Tale

ეს ჩემი პირველი ინტერვიუა, რესპოდენტისთვისაც პირველია. ასე რომ ექსპერიმენტად ჩავთვალოთ და ვნახოთ რა გამოვა.

”ჟურნალისტი” : ჟ
”რესპოდენტი” : რ

ჟ: მოგესალმებით, წარმოგვიდექით.
რ: გამარჯობა, ვარ დედამიწას მოვლენილი არსება, რომელსაც ასწავლე რომ ადამიანი ჰქვია, ჰქვია მაგრამ რომ გახდეს თურმე იქამდე დიდი გზაა - სახელს და გვარს ანონიმურად დავტოვებ თქვენის ნებართვით.

ჟ: კეთილი, არ გავახმოვანოთ. როდის დაიბადეთ და სად?
რ: მე-20 საუკუნის 80-იან წლებში მოვედი დედამიწაზე, როცა გონს მოვეგე ეს ინფრომაცია მერე შევიტყვე.

ჟ: როგორ გაიხსნებთ ბავშვობის წლებს?
რ: როგორ და ადვილად, არაფრით გამოვირჩეოდი ჩემს ირგვლივ მყოფი ბავშვებისაგან, იგივე მიხაროდა და იგივე მწყინდა. სტანდარტული ეგზემპლიარი ვიყავი. გავიარე ყველა ის ეტაპი რასაც ბავშევბი გადიან - ბაღი, სკოლა, არეულობა ქვეყანაში. სისხლი და დარდის კვამლი. თუმცა ბავშვობამ თავისი მაინც ქნა და მენატრება. ის ვარდისფერი სათვალე რომ დაპატარავდა და აღარ მეტევა არ მომწონს.

ჟ: თქვენ ვარდისფერი სათვალე ახსენეთ, აგერ თაროზე შევნიშნე გიდევთ ეს აშკარად არ არის პატარა ზომის, რატომ არ იკეთებთ?
რ: ეს ჩემი არაა, ვიპოვე და ვარკვევ ვისია, სხვისი ფერებით არ მინდა ვიცხოვრო.

ჟ: საინტერესოა, რა გენატრებათ ბავშვობიდან ყველაზე მეტად?
რ: ბავშვობა!

ჟ: :) რას საქმიანობთ?
რ: ვადამიანობ, უფრო სწორედ ვცდილობ ვიქცე ადამიანად, ისეთად როგორადაც მე წარმომიდგენია ადამიანი.

ჟ: როგორია თქვენი ”წარმოდგენით” ადამიანი?
რ: ეგოისტი.

ჟ: ანუ თქვენ ცდილობთ იყოთ ეგოისტი?
რ: არა მე ვარ ეგოისტი, ვცდილობ ვიყო ადამიანი.

ჟ: საინტერესოა, სიყვარულს თუ აქსვ ადგილი ადამიანის ცხოვრებაში?
რ: აუცილებელი პირობაა გჯეროდეს სიყვარულის.

ჟ: ანუ მთავარია გჯეროდეს და არ გიყვარდეს?
რ: თუ არ გეყვარება ვერც დაიჯერებ.

ჟ: გიყვართ?
რ: რა?

ჟ: ზოგადად სიყვარული თუ გწვევიათ?
რ: ზოგადად სიყვარული არ მოდის - კონკრეტულად მოდის ხოლმე.

ჟ: მოსულა თქვენთან კონკრეტულად სიყვარული?
რ: ჰმ, მოგიყვებით ერთ ისტორიას და თავად განსაჯეთ:

- ადრეულ ასაკშივე მქონდა სიმპატიები ადამიანების მიმართ, როგორც კი თვალს სილამაზე შეეფეთებოდა - მიყვარდა , მერე გავაცნობიერე რომ ადამაინები მყვარებია. ადამიანში ადამიანი მუდამ ცხოვრობს და მეც იმა ადამიანების სიყვარული დავიწყე. იყო პერიოდულად უფრო აღმატებული განცდებიც რომელიც მხოლოდ საწინააღმდეგო სქესისი მიმართ მიჩნდებოდა, თუმცა საბოლოოდ ყველას ადგილი მაინც ადამიანურ სიყვარულში იყო. მეთხედი საუკუნის ვიყავი როდესაც ყველასაგან განსხვავებული განცდა ამეკვიატა და კონკრეტულმა ადამიანმა ჩემს ცხოვრებაში ახალი როლის შესრულება დაიწყო, დროთა განმავლობაში მივხვდი რომ იგი აუცილებელი პერსონაჟი იყო - რათა მე თავი კომფორტულად მეგრძნო იქ რასაც ადამაინები ცხოვრებას უწოდებენ. შემდგომ იყო რიტუალები როემლიც თურმე კაცობრიობას დაუნერგავს რათა ”კურთხეულ” ყოფილიყო ეს გრძნობა.
- რომ მახსენდება, მეღიმება კარგი იყო, ჩვენ შვილიც შეგვეძინა. იცით ამ ამბავში მთავარი ისაა რომ მე ბედნიერი ვიყავი, ჩემი გვერდით მდგომი რომ ბედნიერი იყო იმიტომ, ჩემთვის მიზანი თითქმის მიღწეული იყო, მე დედამიწაზე ჰარმონია მქონდა.

ჟ: გქოდნათ?
რ: მაცალეთ დამამთავრებინეთ მოყოლა.
ჟ:უკაცრავად.

რ: დროთა განმავლობაში რაღაცეებმა ფორმები იცვალეს, სახელებმა შეცვლა დაიწყეს, და უცებ ჩემი ბედნიერება ღრუბელივით გაიფანტა. სრულიად მშვიდად და ”ადამიანურად” მიმატოვეს, ვაღიარებ მტკივნეული იყო ამის განცდა თუმცა უფრო მტკივნეული იყო ის შემდგომი განცდები რაც ამას მოჰყვა, ტკივილი უდიდესი. სევდა, აგრესიაც კი ამეკვიატა რაც ფრიად გასაკვირი იყო ჩემთვის. არ ვიყავი მზად, თუმცა ამსიათვის ალბათ არც არასოდეს მოვემზადებოდი რომ მცოდნონდა. როგორც ადამიანები უწოდებთ იმ ცუდ ადგილს ”ჯოჯოხეთი” გავიარე. და როდესაც დავინახე რომ ირგვლივაც ”ჯოჯოხეთს” ვქმნიდი დიდი ლაშქრობა მოვაწყვე საკუთარი თავის წინააღდმეგ და დავბრუნდი ისევ ადამიანობის მაძიებლად, ამაში წელიწად ნახვეარი დავხარჯე. ვთვლიდი რომ გავიმარჯვე. თუმცა ადამიანობისაკენ მიმავალი გზა უფრო გართულებულიყო და ფასეულობებსაც ფასი ეცვალათ - ფასეულობებმა დევალვაცია განიცადეს. თუმცა დახარისხება დავიწყე - სიყვარული და მიწიერი ტკბობის მათრობელი განცდებს მოვერიდე რათა საღი ნათელი გონებით მეცხოვრა.

ჟ: მაპატიეთ გაწყვეტინებთ, რატომ მოიხსენიებთ ადამიანებს მესამე პირში და თქვენს თავს მათგან გამოჰყოფთ?
რ: მე არ ვარ ადამიანი მე ადამიანობის მაძიებელი ვარ.

ჟ: გმადლობ გასაგებია, განაგრძეთ.
რ: მოკლედ სიყვარული უარყვავი და ეგოიზმი დავარქვი, მენდეთ ბედნიერი ვიყავი, არაფერი მიშლიდა ხელს მეკეთებინა ყველაფერი ისე როგორც მინდოდა და მწამდა რომ უნდა მეკეთებინა.

ჟ: ასე დასრულდა თქვენი სიყვარულსი ისტორია? თუ დაგრჩათ რამე სათქმელი?
რ: არა ჯერ არ დასრულებულა, დრო მიდიოდა თუ რაც ქვია მოკლედ ვცხოვრობდი და შევხვდი ადამიანს რომელმაც თავიდან შეცვალა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი, წარმოდგენები და ფასეულობები ისევ გადავახარისხე სახელები თავის ადგილებს დავუბრუნე, ჭეშმარიტად ბედნიერად ვიქეცი. ის სრულად მე მომესადაგებოდა და მე მას - ზუსატდ ის იყო რაც მჭირდებოდა თურმე.

ჟ: რატომ საუბრობთ წარსულში?
რ: გაგეცინებათ და მანაც მიმატოვა.

ჟ: . . . არ გიფიქრიათ რომ პრობლემა თქვენშია?
რ: კი ჩემშია მე ადამიანდ ვერ ვიქეცი, ასე რომ ადამიანებთან თანაცხოვრება არ გამომდის.

ჟ: გმადლობ, აღარ შეგაწუხებთ ვხედავ განწყობა გაგიფუჭდათ, წავალ დავამუშავებ ინტერვიუს და მოვიფიქრებ რა დავარქვა.
რ: ბედნიერი ისტორია დაარქვით.


ჟ: . . .
რ: დაარქვით ისტორია ჩემია და მენდეთ.



5 comments:

Anonymous said...

:(((((((((

Anonymous said...

:)mosawonia da mowonebuli chemga..

Anonymous said...

it hearts :(mkitxveli: mtavaria tqven ar miatovot aravin :))

Anonymous said...

life teaches this way. soul develops this way, but it hearts along the way :)

Anonymous said...

ძაალიან მაგარია,ვერ წარმოვიდგენდი რომ წერდი.

Post a Comment

 


Design by: Pocket, Karjat Resorts