Wednesday, December 1, 2010

ცისარტყელებთან

და გადვიქცევი მარიონეტად სამაყროს ხელში,

საღებავებით გავემართები ცისარტყელებთან,

გადავიქცევი მართვად თოჯინად,

მე ფეხით წავალ.

ყველა მდინარეს გზაზე შემხვედრს,

ჩავუგდებ ანკესს,

იქნებ ცოდვები ჩადენილი როგორმე ამცდესს.

გაუკვირდებათ ირგვლივ ”მეგობრებს”

რად უძლებ ამდენსს,

რა გაძლებაა ეს მასხრობა ჩემში ნაშობი.

და ისევ როგორც მარიონეტი სხვა ბრიყვთა ხელში,

გავემართები.

ცისარტყლებთან შესაღებად შენი ფერებით.

და მხოლოდ შენთვის.

0 comments:

Post a Comment

 


Design by: Pocket, Karjat Resorts